—

„ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ის მეცენატია“ - პრემიერი ოლიგარქის ცნებას განმარტავს

20
„ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ის მეცენატია“ - პრემიერი ოლიგარქის ცნებას განმარტავს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არა ოლიგარქი, არამედ მეცენატია, რომელმაც გამომუშავებული ფული საქართველოში ჩამოიტანა და დახარჯა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არა ოლიგარქი, არამედ მეცენატია, რომელმაც გამომუშავებული ფული საქართველოში ჩამოიტანა და დახარჯა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქის განმარტება შემდეგია - ოლიგარქი არის პირი, რომელიც საკუთარი გავლენებით, მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით, მას აქვს გავლენიანი ბიზნესები საქართველოში, პოლიტიკა, პარტიები და ა.შ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან, პირიქით, კაცმა თუ რამე იშოვა, ჩამოიტანა, დახარჯა საქართველოში, ანუ იგი მეცენატი, ქველმოქმედია და შემდეგ პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელია.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღეს არავითარი როლი და სტატუსი პოლიტიკაში არ გააჩნია. ასე რომ სხვა ყველანაირი სპეკულაციები უსაფუძვლოა. ასე რომ ოლიგარქობის ცდუნებები შესაძლოა სხვა ინდივიდებს ჰქონოდათ და ჰქონდეთ დღესაც, ჩვენ ამას შევისწავლით, გავითვალისწინებთ ევროპელების რეკომენდაციებს, მათ შორის გამოცდილებას, რომელიც უკრაინას აქვს, უკრაინას რეალური გამოწვევაა ოლიგარქების, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება“, - განაცხადა პრემიერმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →