—

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას პოლარიზაციის დასრულებას და ერთად მუშაობას სთავაზობს

30
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას პოლარიზაციის დასრულებას და ერთად მუშაობას სთავაზობს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას პოლარიზაციის დასრულებას და ერთად მუშაობას სთავაზობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, კარი არასოდეს არ დაგვიხურავს. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს, გვქონდა და ყოველთვის გვექნება მზაობა რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ვიმუშაოთ ერთად, გვქონდეს რეალური დებატები და მსჯელობა. ეს რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს ნორმალურ, კონსტრუქციულ და ჯანსაღ ვითარებაში. იმედი მაქვს,  რომ ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაიზიარებენ. მე მინდა ოპტიმისტურად განვაცხადო, რომ მე მჯერა ოპოზიცია დააყენებს საკუთარ ამბიციებსა და სურვილებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი ჯერ ჩვენი სახელმწიფო და ქვეყნის მომავალია, შემდეგ კი, ჩვენი პარტიული და პირადი ინტერესები,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

(Primetime)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →