—

ქართველებმა იციან, ვინაა დამნაშავე ევროკომისიის დასკვნის გამო – ევროპარლამენტარი ღარიბაშვილს

44
ქართველებმა იციან, ვინაა დამნაშავე ევროკომისიის დასკვნის გამო – ევროპარლამენტარი ღარიბაშვილს
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაში, ოპოზიციასთან ერთად, „ევროპის სახალხო პარტია“ და უკრაინის ხელისუფლების…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაში, ოპოზიციასთან ერთად, „ევროპის სახალხო პარტია“ და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა გუშინ, 22 ივნისს, პარლამენტში სამთავრობო ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მაიკლ გალერის თქმით, ქართველმა ხალხმა კარგად იცის , ვინ დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რისი გამოყენებაც ევროკომისიას მოუწია.

„დარწმუნებული ვარ, ქართველმა ხალხმა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დემონსტრაციას ახდენს, უკეთ იცის, ვინ არის დამნაშავე იმ ფორმულირების გამო, რომლის არჩევაც ევროკომისიას მოუწია, რათა სათანადოდ და სამართლიანად მოეგვარებინა საქართველოს მთავრობის წინაშე არსებული ამოცანები“, – დაწერა ევროპარლამენტარმა ტვიტერზე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →