—

ევროპული საბჭო - სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია

14
ევროპული საბჭო - სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია
მოსასმენად დააჭირეთ

სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღად სურსათს იყენებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნაშია აღნიშნული.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები რუსეთს ოდესის პორტის განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის დაშვებისკენ მოუწოდებენ.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მიზანში ამოღება და განბლოკოს შავი ზღვა, კერძოდ ოდესის პორტი, რათა დაუშვას მარცვლეულის ექსპორტი და კომერციული გადაზიდვები. ევროსაბჭო მხარს უჭერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ძალისხმევას ამ მიზნით,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ხელს არ უშლის სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების თავისუფალ გადატანასა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →