—

ჯოზეფ ბორელი - უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით მიიღებენ, რომ არის ზოგიერთი პირობა, რომელიც შესრულდება, საქართველოსთვის ასევე იქნება მკაფიო გზა ევროკავშირისკენ

32
ჯოზეფ ბორელი - უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით მიიღებენ, რომ არის ზოგიერთი პირობა, რომელიც შესრულდება, საქართველოსთვის ასევე იქნება მკაფიო გზა ევროკავშირისკენ
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით მიიღებენ, რომ არის ზოგიერთი პირობა, რომელიც შესრულდება. საქართველოსთვის ასევე იქნება მკაფიო გზა ევროკავშირისკენ - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების…

უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით მიიღებენ, რომ არის ზოგიერთი პირობა, რომელიც შესრულდება. საქართველოსთვის ასევე იქნება მკაფიო გზა ევროკავშირისკენ - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„დღეს დილით ევროპული საბჭო მუშაობდა დასავლეთ ბალკანეთის საკითხზე. ახლა კი ვისაუბრებთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს წევრობის საკითხზე. უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით მიიღებენ, რომ არის ზოგიერთი პირობა, რომელიც შესრულდება. საქართველოსთვის ასევე იქნება მკაფიო გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე, რომელზეც ძალიან ვწუხვართ“, - დასძინა ბორელმა.

მისივე თქმით, საკვების ფასების და სიმცირის კუთხით, რუსეთი ცდილობს შიმშილის კრიზისის პროვოცირებას. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინული პორტების განბლოკვის მხრივ გაერო-ს მცდელობას.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მედიასთან პროდუქტების მზარდ ფასებზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, განსაკუთრებით აფრიკაში ჩანს. მანვე დასძინა, რომ ეს პრობლემებს შექმნის ბევრ აფრიკულ ქვეყანაში და ევროგაერთიანება ეცდება მათ შეძლებისდაგვარად მხარი დაუჭიროს.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →