—

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პროდასავლური კურსი შეუქცევადია

68
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პროდასავლური კურსი შეუქცევადია
მოსასმენად დააჭირეთ

„ყველა მიმართულებით, რაც ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებს, გვაქვს პროგრესი და საქართველოს პროდასავლური კურსი შეუქცევადია”.

„ყველა მიმართულებით, რაც ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებს, გვაქვს პროგრესი და საქართველოს პროდასავლური კურსი შეუქცევადია”.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავის-2″-ის ეთერში განაცხადა.

“ბოლო 8 წლის განმავლობაში ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება დაცულია როგორ შეიძლება ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] დესტაბილიზაციაზე მუშაობდეს, თუ მისი გუნდი და მისი ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმები სტაბილურობაზე მუშაობს?! აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ასე ძლიერი. საქართველო თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან და ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში. ამის დასტურია საერთაშორისო შეფასებებიც 2012 წლიდან დღემდე – საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსში 2012 წელს 51-ე იყო რეიტინგში, დღეს 44-ა; ბიზნესის კეთების თავისუფლებით მე-12 ადგილზე იყო, დღეს მეშვიდე პოზიციაზეა; სასამართლოს დამოუკიდებლობით და ეფექტიანობით- 89-ე ვიყავით რეიტინგში 2012 წელს, დღეს 66-ე ვართ. საკუთრების უფლების დაცვა- 120-ე ადგილზე ვიყავით 46-ე ვართ; მედიის თავისუფლება- 105-ზე ვიყავით, 64-ზე ვართ. NATO-ს შეფასების ანგარიშებში საქართველოს პროგრესი დადებითად არის შეფასებული; ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას; აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს. ახლა მითხარით, ეს ყველაფერი არის “დესტაბილიზაცია” და რუსული გეგმა?!”-განაცხადა თალაკვაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →