—

ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს

22
ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს
მოსასმენად დააჭირეთ

ამერიკის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მათი საერთო…

ამერიკის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მათი საერთო ევროპული ოცნების ასრულების შანსს მისცემს.

„საქართველოს მოსახლეობამ ასევე დიდი მსხვერპლი გაიღო ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისი ევროპული იდენტობისთვის, რუსეთის საომარი მოქმედებებისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევებს, თუ გზა სუფთაა. ჩვენ გვჯერა, რომ მათ ასევე უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა. ევროპული საბჭოს შეხვედრის წინ ჩვენ მოვუწოდებთ ევროპელ მეგობრებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას. ლიბერალური დემოკრატიისკენ გზა არასდროს არის პერიოდული წარუმატებლობების, გადახვევების გარეშე და ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევას და კომპრომისს. ჩვენ გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს მათი საერთო ევროპული ოცნების ასრულების შანსს“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →