—

ანა წითლიძემ პრემიერ-მინისტრს მონა და მოღალატე უწოდა, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა

17
ანა წითლიძემ პრემიერ-მინისტრს მონა და მოღალატე უწოდა, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით გამოდის, ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პრემიერ-მინისტრს მონა და მოღალატე უწოდა, რასაც დარბაზში ხმაური…

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით გამოდის, ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პრემიერ-მინისტრს მონა და მოღალატე უწოდა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატს ამ რეპლიკების გამო წესრიგის დაცვა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გააფრთხილა, რომ სხდომათა დარბაზის დატოვება მოუწევდა.

„არა, მოვუსმენთ, მოვუსმენთ ყოველდღე. თქვენ ხართ მოღალატეების პარტია. გამიგეთ? თქვენ ხართ მოღალატეების პარტია, ქვეყნის გამყიდველები“, - მიმართა ანა წითლიძეს ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიუხედავად გაფრთხილებისა დეპუტატი რეპლიკების გამოთქმას პრემიერის მისამართით კვლავ აგრძელებდა, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გააფრთხილა წითლიძე, რომ სხდომათა დარბაზიდან გასვლა მოუწევდა.

„დაასრულოს და გაიყვანეთ და მერე ილაპარაკოს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა წითლიძის მისამართით.

საბოლოო ჯამში ანა წითლიძეს სხდომათა დარბაზის დატოვება არ მოუწია.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →