—

ნატოში გაწევრიანებამდე, ტერიტორიული პრობლემა უნდა მოვაგვაროთ – ღარიბაშვილი

28
ნატოში გაწევრიანებამდე, ტერიტორიული პრობლემა უნდა მოვაგვაროთ – ღარიბაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ამისათვის საქართველომ ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა მოაგვაროს.

„გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა ნატოში გაწევრიანება. კონსენსუსი უნდა შედგეს ყველა წევრ სახელმწიფოს შორის, რომ მიენიჭოს ნატოში წევრობის სტატუსი საქართველოს.

ჩვენ არ ვართ მიამიტები და გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატოს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოს წევრი ქვეყნების მოსაზრება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული პრობლემის მოგვარება მშვიდობიანი გზებით ესახება.

(Netgazeti)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →