—

პრემიერი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე - უსამართლოა, მაგრამ გვესმის, რომ მათ გადაწყვიტეს მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა ომშია, მოლდოვა მეზობელი ქვეყანაა და ისიც ძალიან რთულ სიტუაციაშია

13
პრემიერი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე - უსამართლოა, მაგრამ გვესმის, რომ მათ გადაწყვიტეს მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა ომშია, მოლდოვა მეზობელი ქვეყანაა და ისიც ძალიან რთულ სიტუაციაშია
მოსასმენად დააჭირეთ

უსამართლოა, მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის, იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში. მოლდოვაც ძალიან მჭიდრო-მეზობელი ქვეყანაა და ისიც ძალიან რთულ…

უსამართლოა, მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის, იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში. მოლდოვაც ძალიან მჭიდრო-მეზობელი ქვეყანაა და ისიც ძალიან რთულ სიტუაციაშია, ეკონომიკური, უსაფრთხოების საკითხები ზედაპირზე აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, „თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენს რეფორმებს, ყველაფერს, დამსახურებულად თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მიენიჭებოდა ეს სტატუსი“.

„რატომ? - იმიტომ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს, ძალიან კონკრეტული მუშაობა აწარმოა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ სამივე ერი არის ევროპული პერსპექტივის მქონე. ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ბუნებრივია, მას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით. გარკვევით მინდა ვთქვა, პირობები სამივე სახელმწიფოს განესაზღვრა. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ბრძანა საჯაროდ, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა უკრაინისთვის ამ სტატუსის მინიჭება იმიტომ, რომ ომშიაო, ეს არის წახალისება, ეს არის ბონუსი უკრაინისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის თარგმანსაც "იმედი" ავრცელებს.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →