—

5 თვეში საქართველოში 400-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა - როგორია ინტერესი სხვა მეზობელი ქვეყნებიდან

9
5 თვეში საქართველოში 400-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა - როგორია ინტერესი სხვა მეზობელი ქვეყნებიდან
მოსასმენად დააჭირეთ

მეზობელი ქვეყნებიდან კომპანიები საქართველოში გადმოდიან, რათა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ბენეფიტებით ისარგებლონ - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ „ბიზნესპრესნიუსს“ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის…

მეზობელი ქვეყნებიდან კომპანიები საქართველოში გადმოდიან, რათა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ბენეფიტებით ისარგებლონ - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ „ბიზნესპრესნიუსს“ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემ განუცხადა.

ის რომ, საქართველოში ბიზნესს მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები საკმაოდ აქტიურად იწყებენ, ამაზე სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. მხოლოდ 2022 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში მეზობელი ქვეყნებიდან 800 ბიზნეს-სუბიექტი დარეგისტრირდა, საიდანაც ქართველ დამფუძნებელთან ერთობლივი იყო მხოლოდ 101.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 5 თვეში ყველაზე მეტი ბიზნეს-სუბიექტი რუსეთიდან დარეგისტრირდა, მეორე ადგილზეა თურქეთი, შემდეგ აზერბაიჯანი და ბოლოს სომხეთი.

საქართველოში 2022 წელს რეგისტრირებულ ბიზნეს-სუბიექტთა რაოდენობა დამფუძნებელი ქვეყნების (საქართველოს მეზობელი) მიხედვით, მათ შორის, ადგილობრივ წარმომადგენელთან ერთად:

  • რუსეთი - 409 (მათ შორის, შერეული - 55 ერთეული)
  • თურქეთი - 281 (მათ შორის, შერეული - 34 ერთეული)
  • აზერბაიჯანი - 74 (მათ შორის, შერეული - 5 ერთეული)
  • სომხეთი - 36 (მათ შორის, შერეული - 7 ერთეული)

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →