—

სალომე ზურაბიშვილი - მინდა, ყველა ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც წლის ბოლომდე მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე

34
სალომე ზურაბიშვილი - მინდა, ყველა ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც წლის ბოლომდე მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე
მოსასმენად დააჭირეთ

მინდა, ყველა ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც წლის ბოლომდე მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, ძალიან ნათლად უნდა ჩანდეს საქართველოდან გზავნილი, რომ ყველას გვინდა ევროპული საქართველო და ევროპული პერსპექტივა.

„მინდა ყველას გთხოვოთ მობილიზებულები ვიყოთ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტია. ყველა დაველოდებით გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება მოგვცემს შემდგომი განვითარების ახალ შანსს. ყველას გისურვებთ, რომ ეს გადაწყვეტილებები წარმატებული იყოს. მიმაჩნია, რომ ევროპული პერსპექტივა, რომლის რეკომენდაცია დევს კომისიის გადაწყვეტილებაში, ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა, ყველა ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლომდე მიგვიყვანს იმ სტატუსამდე, რომელზედაც ამდენი ხანი ვოცნებობთ, ანუ კანდიდატის სტატუსამდე. ყველას გისურვებთ მალე ევროპულ საქართველოს. ეს იქნება ყველასი, ერთიანი. ამის ირგვლივ დაპირისპირება დღეს არ შეიძლება. მინდა, ძალიან ნათლად ჩანდეს საქართველოდან გზავნილი, რომ ყველას გვინდა ევროპული საქართველო და ევროპული პერსპექტივა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →