—

სანქცირებული რუსული ბანკი VTB საქართველოს ტოვებს

66
სანქცირებული რუსული ბანკი VTB საქართველოს ტოვებს
მოსასმენად დააჭირეთ

სანქცირებული რუსული ბანკი, VTB საქართველოდან გადის. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ ბანკის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოსტინმა განუცხადა.

სანქცირებული რუსული ბანკი, VTB საქართველოდან გადის. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ ბანკის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოსტინმა განუცხადა.

კითხვაზე, თუ რა ბედი ეწევა ბანკის ფილიალებს დსთ-სა და აზიის ქვეყნებში, კოსტინმა განაცხადა, რომ ბანკი მხოლოდ საქართველოს ტოვებს, რადგან სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში „ცოტა სხვა ვითარებაა.“

„ერთი შემთხვევის გარდა, შვილობილ ბანკებს არსად არ ვყიდით. პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ ყველგან დავრჩეთ. ჩვენ მხოლოდ საქართველოდან მივდივართ, რადგან იქ ცოტა სხვა ვითარებაა“, - აცხადებს ანდრეი კოსტინი.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მისი თქმით, VTB ბანკი რჩება აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთსა და ინდოეთში, სადაც ეროვნულ და ადგილობრივ ბანკებთან ურთიერთქმედებას ხელს შეუწყობს.

„ამ ქვეყნებში ჩვენი ბიზნესის პერსპექტივას ვხედავთ, რომ ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნული ვალუტით განხორციელებული ანგარიშსწორებისთვის ძირითადი ბანკი ვიყო“, - აცხადებს კოსტინი.

ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. მათ შორის მოხვდა "ვითიბი ბანკიც“.

შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვითიბის“ (ასევე მთლიანად საფინანსო სექტორს) სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება მისცა. მალევე ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას" მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი „ლიბერთი ბანკმა“ გადაიბარა. როგორც მაშინ სებ-ში აცხადებდნენ, “ვითიბი ბანკ საქართველოსა” და სს “ლიბერთი ბანკს” შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, სს “ვითიბი ბანკი საქართველოს” იურიდიული პირების დეპოზიტებისა და სესხების გარკვეული ნაწილი სს “ლიბერთი ბანკში” გადავა“.

მიმართა თუ არა უკვე VTB-მ საქართველოს ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით, „ბიზნესპრესნიუსი“ სებ-ს დაუკავშირდა და პასუხს ელოდება, ინფორმაციას მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →