—

მამუკა მდინარაძე - გიორგი მარგველაშვილი „ნაცმოძრაობას“ უწყობს ხელს და ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ევროინტეგრაციის პერსპექტივა

4
მამუკა მდინარაძე - გიორგი მარგველაშვილი „ნაცმოძრაობას“ უწყობს ხელს და ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ევროინტეგრაციის პერსპექტივა
მოსასმენად დააჭირეთ

გიორგი მარგველაშვილი „ნაცმოძრაობას“ უწყობს ხელს და ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ევროინტეგრაციის პერსპექტივა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის…

გიორგი მარგველაშვილი „ნაცმოძრაობას“ უწყობს ხელს და ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ევროინტეგრაციის პერსპექტივა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ შეაფასებს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას, რომ თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ეს არგუმენტი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უარი არ გვითხრან.

მდინარაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ინიციატივა დამაზიანებელი და მავნებლურია.

„რაც შეეხება შეწყალებას. შეწყალება პრეზიდენტის საქმეა და მას საკუთარი პოზიცია დაფიქსირებული აქვს. უდავოა, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობას“ უწყობს ხელს, რომელიც ცდილობს დაამკვიდროს ისეთი აზრი, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივა. ძალიან გთხოვთ, ასეთი დამაზიანებელი და მავნებლური მესიჯებით ამ დღეების და პერსპექტივის ხათრით ნუ გამოხვალთ“, - აღნიშნავს მდინარაძე

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →