—

სერგო ჩიხლაძე- რეფორმები შეასრულონ ნიშნავს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს

17
სერგო ჩიხლაძე- რეფორმები შეასრულონ ნიშნავს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს
მოსასმენად დააჭირეთ

რეფორმები შეასრულონ ნიშნავს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს. როგორ წარმოგიდგენიათ ივანიშვილი ისევ ხელისუფლებაშია და რეფორმებს ვატარებთ? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“…

რეფორმები შეასრულონ ნიშნავს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს. როგორ წარმოგიდგენიათ ივანიშვილი ისევ ხელისუფლებაშია და რეფორმებს ვატარებთ? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

სერგო ჩიხლაძის განცხადებით, რაც რეზოლუციაში წერია, ყველაფრის მცდელობა იყო ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციის და დასავლეთის მხრიდან, მაგრამ არაფერი არ გაკეთდა და მიზანმიმართულად ყველაფერი დაზიანდა.

„მე და ჩემ გუნდს გვგონია, რომ უკვე ვერაფერს ვეღარ აიძულებ „ქართულ ოცნებას“. რა უნდა ვაიძულოთ? პირდაპირ წერია დეოლიგარქიზაცია და ოლიგარქს ვაიძულოთ თავისი თავის დეოლიგარქიზაცია მოაწყოს, უბრალოდ არასერიოზულია, გულწრფელიც არ ვიქნებით და ადამიანებიც არ დაგვიჯერებენ. რეფორმები შეასრულონ ნიშნავს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს. როგორ წარმოგიდგენიათ ივანიშვილი ისევ ხელისუფლებაშია და რეფორმებს ვატარებთ? ეს ხომ წარმოუდგენელია. ყველაფერი რაც რეზოლუციაში წერია, ყველაფრის მცდელობა იყო ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის, ოპოზიციის, საზოგადოების, დასავლეთის მხრიდან. არაფერი არ გაკეთდა და მიზანმიმართულად ყველაფერი დაზიანდა.კონსტრუქციულები ვიყავით, არაერთხელ შევთავაზეთ ერთობლივი ქმედებები, ვიზიტები, სამუშაო ჯგუფები, დასავლეთთან ურთიერთობა, ერთობლივი გეგმები და საბოლოო ჯამში ოპოზიციამ უფრო მეტი გააკეთა ევროპაში ინტეგრაციისთვის. ვიზიტები, რომელსაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები მართავდნენ, ხელისუფლების გასაკეთებელს ვცდილობდით, თუმცა ვერ ჩავანაცვლებთ. ვიცით ჩვენ „ქართული ოცნების“ პასუხი, „არა და არასდროს არავისთან არ ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →