—

სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, „კონსტრუქციული ოპოზიციის" ხელმძღვანელობით, დამოუკიდებელი ინსტიტუტი შეიქმნას, რომელიც სტატუსის მისაღები რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებს

19
სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, „კონსტრუქციული ოპოზიციის" ხელმძღვანელობით, დამოუკიდებელი ინსტიტუტი შეიქმნას, რომელიც  სტატუსის მისაღები რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღები რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ძალიან კარგი გზავნილი იქნება თუ ამ ჯგუფის სათავეში კონსტრუქციული ოპოზიცია იქნება.

„არაჩვეულებრივი იდეა და წინადადება მქონდა, შექმნილიყო სპეციალური დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იმუშავებს სწორედ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ 2022 წლის ბოლომდე მიაღწიოს წარმატებას. მგონია, ამ სამუშაო ჯგუფის სათავეში უნდა იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია, რაც იქნება ძალიან კარგი გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის. მე რომ ვიყო მმართველ გუნდში და მთავრობაში, თუ ასეთი რამ შეიქმნა, ეს იქნება პოლიტიკურად ყველაზე სწორი სვლა. გადანაწილებული იქნება პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე, რომ მივაღწიოთ წარმატებას 2022 წლის ბოლოს. მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ მივაღწიოთ შედეგს, არ არის ვიღაცის ლანძღვის, ან ბრალდებების დრო, საქმის დროა და საქმე აღარ ითმენს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →