—

პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ვერანაირ პირობას ვერ შეასრულებს, რადგან მას არ სჭირდება ევროინტეგრაცია, მას აქვს ერთი საზრუნავი ივანიშვილი და მისი ფული - დარჩა ერთი გზა, რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ \"ოცნება\" ხელისუფლებას

59
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ვერანაირ პირობას ვერ შეასრულებს, რადგან მას არ სჭირდება ევროინტეგრაცია, მას აქვს ერთი საზრუნავი ივანიშვილი და მისი ფული - დარჩა ერთი გზა, რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ \"ოცნება\" ხელისუფლებას
მოსასმენად დააჭირეთ

დარჩა მხოლოდ ერთი გზა, რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ "ქართული ოცნება" ხელისუფლებას - კარგი იქნება გონს მოეგონ, მაგრამ ამის იმედი არ მაქვს, ამიტომ ყველანი 20- ში აქციაზე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა…

დარჩა მხოლოდ ერთი გზა, რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ "ქართული ოცნება" ხელისუფლებას - კარგი იქნება გონს მოეგონ, მაგრამ ამის იმედი არ მაქვს, ამიტომ ყველანი 20- ში აქციაზე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ამ საკითხის განხილვას კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდნენ.

მანჯგალაძე მიიჩნებს, რომ "ქართული ოცნება" პირობებს არ შეასრულებს.

„სამწუხაროა, საქართველოს მთავრობამ 10 წლის მანძილზე ვერ მოახერხა ის, რაც რამდენიმე თვეში შეძლო მოლდოვას მთავრობამ. ეს არის ძალიან მძიმე, რადგან საქართველო იყო მოწინავე, მაგრამ ხელისუფლების დამსახურებით ის გახდა მაჩანჩალა ამ პროცესში. ერთადერთი გამოსავალი არსებობს, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ის ძალა, რომელიც ხელისშემშლელი ფაქტორია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ხელს უშლის ქართველი ხალხის ცივილიზაციურ არჩევანს და ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. დარჩა მხოლოდ ერთი გზა, რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ ისინი ხელისუფლებას. „ქართული ოცნება“ ვერანაირ პირობას ვერ შეასრულებს, რადგან მას არ სჭირდება ევროინტეგრაცია, მას აქვს ერთი საზრუნავი ბიძინა ივანიშვილი და მისი ფული. კარგი იქნება გონს მოეგონ და ერთიბლივად დავიწყოთ დაჩქარებული ტემპით იმ პირობების შესრულება, რასაც ევროპელები გვთავაზობენ, მაგრამ მე ამის იმედი არ მაქვს, ამიტომ ყველანი 20 ივნისს აქციაზე", - განაცხადა მანჯგალაძემ

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →