—

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა

23
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა
მოსასმენად დააჭირეთ

2022 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი თითქმის 4-ჯერ (3.5-ჯერ) გაეზარდა.

კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს მაისში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 258.6 მლნ დოლარს, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 73.8 მლნ დოლარს. 2020 წლის მაისში კი მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 9.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელი ასეთი დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია კორონავირუსის პანდემიით და მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვებით.

რაც შეეხება 2022 წლის გასული თვეების სტატისტიკას, სებ-ის მონაცემებით, აპრილში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 188.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, მარტში - 174.5 მლნ დოლარი; თებერვალში - 105.2 მლნ; იანვარში კი - 114 მლნ აშშ დოლარი

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →