—

პრეზიდენტის განცხადებები შესაძლოა, მთავრობის გადაყენების საფუძველი გახდეს

26
პრეზიდენტის განცხადებები შესაძლოა, მთავრობის გადაყენების საფუძველი გახდეს
მოსასმენად დააჭირეთ

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, შესაძლოა, მთავრობის გადაყენების საფუძველი გახდეს. ამის შესახებ კონსტიტუციონალისტები საუბრობენ.

ლევან ალაფიშვილის თქმით, შესაძლოა საქმე გვქონდეს კონსტიტუციის დარღვევასთან და თუ ეს დადასტურდა, მაშინ საქმე გვექნება " კონსტიტუციის გადატრიალებასთან". 

თანამდებობის პირების მიერ დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა, ან არასრულად გაკეთებული საქმე, ან შეფერხება ევროასოცირების გზაზე,  შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რომლისთისაც შესაძლებელია დაიწყოს იმპიჩმენტის ან მთავრობის უნდობლობის პროცედურები. განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა არის საფუძველი დამატებითი შესწავლისთვის, თუნდაც იგივე საგამოძიებო კომისიის ფორმატი იქნება ეს თუ სხვა ფორმატში. თუკი დადასტურდება, რომ მართლაც არ გააკეთა მთავრობის რომელიმე წევრმა რაიმე, რაც მას უნდა გაეკეთებინა ევროპულ ასპარეზზე, ამ შემთხვევაში თუ მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ეს, ჩემი აზრით, იქნება კონსტიტუციის გადატრიალება, სახელისუფლებო გადატრიალება“. - ამბობს ლევან ალაფიშვილი პირველებთან საუბრისას.
თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევა დადასტურდა, მაშინ პარლამენტში 76 ხმა იქნება საჭირო იმისთის, რომ მთავრობის იმპიჩმენტი დაიწყოს.

ცნობისთვის,  სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პირდაპირ თქვა, რომ მთავრობა ევროინტეგრაციისთვის არაფერს აკეთებს, პირიქით, აფუჭებს.

კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ მთავრობის მოვალეობაა, ქვყენის ევროპული ინტეგრაციისთვის ყველაფერი გააკეთოს.

TV pirveli

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →