—

ირაკლი კობახიძე - სამი ტელევიზიის შემთხვევაში „შავი ფულის“ მოცულობა შემოსავლების ნაწილში თვეში მილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს - ეს თანხა მოდის „ნაცმოძრაობის“ ჯიბიდან და ნაძარცვი ფულია

16
ირაკლი კობახიძე - სამი ტელევიზიის შემთხვევაში „შავი ფულის“ მოცულობა შემოსავლების ნაწილში თვეში მილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს - ეს თანხა მოდის „ნაცმოძრაობის“ ჯიბიდან და ნაძარცვი ფულია
მოსასმენად დააჭირეთ

სამი ტელევიზიის შემთხვევაში „შავი ფულის“ მოცულობა შემოსავლების ნაწილში თვეში მილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 20 მილიონი დოლარია წელიწადში - თვეში ეს მილიონ ნახევარი მოდის „ნაცმოძრაობის“ ჯიბიდან და…

სამი ტელევიზიის შემთხვევაში „შავი ფულის“ მოცულობა შემოსავლების ნაწილში თვეში მილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 20 მილიონი დოლარია წელიწადში - თვეში ეს მილიონ ნახევარი მოდის „ნაცმოძრაობის“ ჯიბიდან და ნაძარცვი ფულია,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას თავისივე განცხადების შესახებ, რომ „მთავარი არხი,“ „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფინანსდება.

როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალს ხარჯები 3-4-ჯერ აღემატება.

„ვიცით, რომ 25-მილიონიანი სარეკლამო შემოსავლებია, ხოლო ხარჯები არის 3-4 ჯერ მეტი. აქედან გამომდინარე, ამას უნდა ჰქონდეს თავისი წყარო. წყაროც ვიცით, ვინ არის - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმომადგენლები - კეზერაშვილი, ნაყოფია, სააკაშვილი. ხარჯების ნაწილში, თქვენი უამრავი კოლეგა [ჟურნალისტი] საუბრობს იმაზე, რომ კონვერტებით იღებენ ხელფასებს. არ ფიქსირდება არც შემოსავალი, არც ხარჯი. ანუ, შავი ფული ტრიალებს. ეს არის ფული, რომელიც არის ნაძარცვი. „ნაცმოძრაობა“ ძარცვავდა მოსახლეობას. კეზერაშვილი არის ერთ-ერთი ტელევიზიის დამფინანსებელი და გახდა ერთ თვეში მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომერციული ორგანიზაციის მფლობელი. ის ძარცვავდა, ბიზნესმენების რეკეტს ახორციელებდა და ეს რეკეტიორი დღეს არის ე.წ. მედია მფლობელი. ამ ნაძარცვი და სისხლიანი ფულით აფინანსებს კონკრეტულ ორ ტელევიზიას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →