—

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა დღეს დასრულდება

20
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა დღეს დასრულდება
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა დღეს დასრულდება. ამის შესახებ…

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა დღეს დასრულდება. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის ლუგარის ცენტრი "მაიმუნის ყვავილის" მხოლოდ ამ ერთ შემთხვევას იკვლევს.

ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, ცენტრმა აქამდე 4 შემთხვევა გამოიკვლია, აქედან 3-ზე უარყოფითი შედეგი დადგა, ხოლო ერთ შემთხვევაში გაღრმავებული კვლევების ჩატარება გახდა საჭირო.

"დღეს დამთავრდება სეკვენირების ანალიზი და იქნება როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი, ასევე ვაცნობებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც. ამ ერთ შემთხვევაში იყო მოგზაურობის ისტორია, პაციენტს ჰქონდა კლინიკური და ეპიდემიოლოგიური ნიშნები. მისი მდგომარეობა მსუბუქი იყო და ის მკურნალობის შემდეგ უკვე სახლშია გაწერილი", - განაცხადა გამყრელიძემ

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →