—

უცხოეთიდან საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი პირი გათავისუფლებულია აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის, ტესტის პასუხის წარდგენისა და იზოლაციის ვალდებულებისგან

18
უცხოეთიდან საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი პირი გათავისუფლებულია აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის, ტესტის პასუხის წარდგენისა და იზოლაციის ვალდებულებისგან
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უცხოეთიდან საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი პირი გათავისუფლებულია აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის, ტესტის პასუხის წარდგენისა და იზოლაციის ვალდებულებისგან.

ამას ითვალისწინებს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება.

„უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 14 ივნისს მოაწერა ხელი და ის ძალაშია დღეიდან, 15 ივნისიდან.

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →