—

ჯანმო საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც გადაწყდება, გამოცხადდეს თუ არა ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო

19
ჯანმო საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც გადაწყდება, გამოცხადდეს თუ არა ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომავალ კვირას საგანგებო შეხვედრას გამართავს, რათა დადგინდეს, არის თუ არა „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული…

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომავალ კვირას საგანგებო შეხვედრას გამართავს, რათა დადგინდეს, არის თუ არა „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა.

„მაიმუნის ყვავილის აფეთქება უჩვეულო და შემაშფოთებელია. ამ მიზეზის გამო, გადავწყვიტე მომავალ კვირას მოვიწვიო საგანგებო კომიტეტი ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, რათა შევაფასო, არის თუ არა ეს აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა,“ - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ წარსულში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა კოვიდის, ღორის გრიპის, პოლიოს, ებოლასა და ზიკას გამო გამოაცხადა.

ცნობისათვის, მსოფლიოში, ბოლო კვირების განმავლობაში, „მაიმუნის ყვავილის“ 1 600-მდე შემთხვევა გამოვლინდა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →