—

„ბლუმბერგი“ - აშშ-ის მთავრობა მალულად მოუწოდებს სასოფლო-სამეურნეო და გადამზიდავ კომპანიებს, მეტი რუსული სასუქი შეისყიდონ და გადაზიდონ

31
„ბლუმბერგი“ - აშშ-ის მთავრობა მალულად მოუწოდებს სასოფლო-სამეურნეო და გადამზიდავ კომპანიებს, მეტი რუსული სასუქი შეისყიდონ და გადაზიდონ
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ის მთავრობა მალულად მოუწოდებს სასოფლო-სამეურნეო და გადამზიდავ კომპანიებს, მეტი რუსული სასუქი შეისყიდონ და გადაზიდონ​, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული…

აშშ-ის მთავრობა მალულად მოუწოდებს სასოფლო-სამეურნეო და გადამზიდავ კომპანიებს, მეტი რუსული სასუქი შეისყიდონ და გადაზიდონ​, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ძალისხმევა გაერო-ს ჩართულობით მიმდინარე რთული მოლაპარაკებების შემადგენელი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთიდან და უკრაინიდან სასუქის, ხორბლის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის გაზრდას.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, აშშ-ის და ევროკავშირის ოფიციალური პირები მოსკოვს სურსათის იარაღად გამოყენებაში სდებენ ბრალს, რადგან მოსკოვი უკრაინიდან ექსპორტს ხელს უშლის. თავად რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გადაზიდვების შეფერხება დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია.

ამასთან, „ბლუმბერგი“ წერს, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა გამონაკლისი დაუშვეს, რაც მათ რუსეთისგან სასუქის შეძენის უფლებას აძლევს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრი გადამზიდავი, ბანკი და სადაზღვევო კომპანია მაინც ერიდება მოსკოვთან ვაჭრობას, რათა წესები არ დაარღვიონ. შედეგად, რუსეთიდან სასუქის ექსპორტი წელს 24%-ითაა შემცირებული. „ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები გაკვირვებულნი არიან კომპანიების მხრიდან გამოჩენილი ზედმეტი სიფრთხილით და ეძებენ გზებს ამის გამოსასწორებლად.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ეს ყოველივე ხაზს უსვამს ვაშინგტონის წინაშე არსებულ გამოწვევას, რომელიც ერთი მხრივ, პუტინზე ზეწოლის გაზრდას ცდილობს და მეორე მხრივ, სურს, გლობალურ ეკონომიკას ნაკლები ზიანი მიაყენოს. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, თუ წელს სასუქის საკმარისი რაოდენობით ექსპორტი ვერ მოხერხდა, ეს მომავალი წლის მოსავალზეც აისახება.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →