—

არ შეუძლია მაგ კაცს ციხეში ყოფნა, ეშინია, არ არის ვაჟკაცი - მეუფე იაკობი სააკაშვილზე

15
არ შეუძლია მაგ კაცს ციხეში ყოფნა, ეშინია, არ არის ვაჟკაცი - მეუფე იაკობი სააკაშვილზე
მოსასმენად დააჭირეთ

ქვეყანას არავის ავარევინებთ, - ამის შესახებ დღეს ბოდბელმა ეპისკოპოსმა კახეთში ამბინიოდან იქადაგა. სასულიერო პირი მესამე პრეზიდენტის თემასაც შეეხო და თქვა, რომ ის ვაჟკაცი არ არის და მშიშარაა.

სააკაშვილი რომ ციხეშია ჩვენი ბრალია? რატომ გამოაგზავნა უკრაინამ? რმ არ გამოეგზავნათ ხომ არ იქნებოდა, იქნებოდა მშიდად იქ. ახლა აქაც რომ მშვიდად იყოს, ვის რაში სჭირდება ციხეში? ხომ ხედავთ, რომ არ შეუძლია მაგ კაცს ციხეში ყოფნა. ეშინია, არ არის ვაჟკაცი, ხომ? ქვეყანას მართავს? არ იყო უდიდესი ელიტური კორუფცია იმ დროს? და იმ ხალხს იცავს ევროპა? ჩვენ ხომ ძალით არაფერს ვთხოვთ, - თქვა ეპისკოპოსმა. 

სასულიერო პირმა ასევე, თქვა, რომ დღევანდელი სასამართლო, რომელიც ევროპის კრიტიკის საგანია, მიხეილ სააკაშვილის დანატოვარია. 

ვისზე ვართ უკან? ჩვენი სასამართლოც ავიღოთ, ეს სასამართლო ხომ იმ სასამართლოს მემკვიდრეა? ვინც იყვნენ ხომ ის არის, ხომ? შერიგება რამდენჯერ თქვით, მოვიდა ვინმე? რომელიმე პარტიიდან მოვიდა ვინმე შერიგებაზე? ნახევარპროცენტიანი ლიდერები რომ გამოდიან და რაღაცაზე ლაპარაკობენ... ევროპელებს ვთხოვ, წესიერად მიუდგნენ ამას, შიგნით ძაბავენ სიტუაციას ქვეყანას. არევით არავის ავარევინებთ აქ ქვეყანაში. იმის ძალა გვაქვს, რომ რევოლზუცია არავის მოვაწყობინოთ, - თქვა სასულიერო პირმა.

(Tv Pirveli)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →