—

17 ივნისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

23
17 ივნისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
მოსასმენად დააჭირეთ

17 ივნისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა, ერთი კვირის…

17 ივნისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა, ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით წვიმა-ელჭექით.

„ხვალ დღის მეორე ნახევრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ხვალ დღისით ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აჭარის სანაპირო რაიონებში კი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში +31+36 გრადუსამდეა მოსალოდნელი, მთაში +30+32 გრადუსი, მაღალ მთაში +20+25 გრადუსი. 13 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, პარალელურ რეჟიმში მოსალოდნელია ტემპერატურის კლება. დაბლობ რაიონებში, ისევე როგორც მთიან რაიონებში ტემპერატურა +27+29 გრადუსი, სანაპირო რაიონებში კი ტემპერატურა +26 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან მთელი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი იქნება, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მომავალ კვირას ბარში +29+31 გრადუსი, მთიან რაიონებში კი +27+30 გრადუსი იქნება. შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

თბილისში, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. მაქსიმალური ტემპერატურა +28+31 გრადუსი“,- განაცხადა დოდო გვაზავამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →