—

თუ პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას და სააკაშვილს, ქართველი ერი პასუხს მოსთხოვს - თეა წულუკიანი

21
თუ პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას და სააკაშვილს, ქართველი ერი პასუხს მოსთხოვს - თეა წულუკიანი
მოსასმენად დააჭირეთ

თუ პრეზიდენტი მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს,- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა…

თუ პრეზიდენტი მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს,- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

ის [ნიკა გვარამია] ვერ გათავისუფლდება... სანამ ყველა არ მოიხდის იმ სასჯელს, რაც უნდა მოიხადოს. პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც მისი გადასაწყვეტია და შემდეგ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის, ყველა აგებს პასუხს. პრეზიდენტს შეიძლება საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია არ აქვს, ასევე არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია ჩვენს საშინაო პოლიტიკაში. მაგრამ შეწყალება არის 100%-ით მის ხელში, ამიტომ ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი. თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს. ძალიან ბევრი დანაშაულისთვის ზის ციხეში თქვენი ბელადი, მიშა და ასევე ნიკა გვარამიაც ბევრი დანაშაულისთვის ზის ციხეში. ის თუ გვიყურებს მინდა ვუთხრა, რომ ნამდვილად არის იქ, სადაც უნდა იყოს“,- განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

TV pirveli

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →