—

არჩილ თალაკვაძე ანი წითლიძეს - სანქციები არ იქნება, ნუ იქნებით მაგ სანქციების იმედად

23
არჩილ თალაკვაძე ანი წითლიძეს - სანქციები არ იქნება, ნუ იქნებით მაგ სანქციების იმედად
მოსასმენად დააჭირეთ

სანქციები არ იქნება, მით უმეტეს, თქვენ ნუ იქნებით მაგ სანქციების იმედად, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძე მ პლენარული სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ანი წითლიძეს, სადაც „მინისტრის საათის“…

სანქციები არ იქნება, მით უმეტეს, თქვენ ნუ იქნებით მაგ სანქციების იმედად, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარული სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ანი წითლიძეს, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს უსმენენ.

როგორც არჩილ თალაკვაძე განმარტავს, წითლიძემ სცადა სანქციების საკითხი საქართველოს ჯართან და თავდაცვის სისტემასთან დაეკავშირებინა, რაც არასწორია.

„ქალბატონი ანა წითლიძე ეუბნებოდა მინისტრს, რომ თავი აარიდეთ სანქციებზე საუბარსო. სცადა, რომ პოლიტიკური რეზოლუცია, სანქციების საკითხი საქართველოს ჯართან და თავდაცვის სისტემასთან დაეკავშირებინა. ჩვენს პარტნიორებს შორის არავის აქვს კითხვები ქართულ ჯართან, თავდაცვის სისტემასთან. არასწორია, როდესაც ამ კითხვას სვამთ.

რასაკვირველია, ამ რეზოლუციაში მოყვანილი თეზისები და პოსტულატები, რასაც დღეს ევროპარლამენტის 200-ზე მეტმა წევრმა არ დაუჭირა მხარი, რეალობას აცდენილია, უსამართლო. თქვენს ძალიან კარგად იცით, რომ სანქციებს ადამიანებს არ უწესებენ დემოკრატიის გაძლიერებისთვის, არ უწესებენ მედიისთვის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის, არ უწესებენ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, მრავალპარტიული პარლამენტის მიღწევისთვის. ეს სანქციები არ იქნება, მით უმეტეს, თქვენ ნუ იქნებით მაგ სანქციების იმედად“, - აღნიშნავს თალაკვაძე.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →