—

დაუწესდეს პერსონალური სანქციები ოლიგარქ ივანიშვილს - ევროპარლამენტის რეზოლუცია

20
დაუწესდეს პერსონალური სანქციები ოლიგარქ ივანიშვილს - ევროპარლამენტის რეზოლუცია
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი! რეზოლუცია, ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

უფრო კონკრეტულად, რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ქართველი ოლიგარქისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. 

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დესტრუქციულ როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაში. შეშფოთებული ვართ იმ კონტროლის დონით,  რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს  მთავრობაზე და მისი გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.

ღრმად ვართ შეშფოთებულები ბიძინა ივანიშვილის პირადი და ბიზნეს კავშირებით კრემლთან, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციაზე , რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან მიმართებით.

მოვუწოდებთ, ევროპულ საბჭოს და პარტნიორებს, დაუწესოს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მისივე როლით,  ძირს უთხრის პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში"- აცხადებენ დეპუტატები.  

TV pirveli

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →