—

I კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 568.2 მლნ დოლარი შეადგინა

13
I კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 568.2 მლნ დოლარი შეადგინა
მოსასმენად დააჭირეთ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 568.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის I კვარტლის…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 568.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებს 435.7 მლნ. აშშ დოლარით (4.3-ჯერ) აღემატება.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ზრდა ძირითადად სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით არის განპირობებული.

საქართველოში 2022 წლის I კვარტალში პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების სამეული ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა ესპანეთი - 196.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფო - 87.2 მლნ. აშშ დოლარით (15.3 პროცენტი) იმყოფება, ხოლო მესამეზე თურქეთი - 67.1 მლნ. აშშ დოლარით (11.8 პროცენტი).

2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს საფინანსო სექტორი - 111.1 მლნ. აშშ დოლარით (19.5 პროცენტი) იკავებს, ხოლო მესამეზე უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი) იმყოფება.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →