—

უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრებოდა და მივცეთ კანდიდატის სტატუსი - ანა ფოტიგა

23
უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრებოდა და მივცეთ კანდიდატის სტატუსი - ანა ფოტიგა
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველომ ისევე უნდა მიიღოს, როგორც მოლდოვამ და უკრაინამ.

მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა იყოს მარტო დარჩენილი ახალი საბჭოთა საფრთხის წინაშე.

„ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის უმრავლესობისაგანაა მხარდაჭერილი. ბევრი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელმა იბრძოლა, რომ საქართველო ამ გზაზე დამდგარიყო, მაგრამ ახლა ციხეში სხედან. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისევე, როგორც ნიკა გვარამია - სხედან ციხეში. საქართველო, რომელიც ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარია, მიუხედავად მისი მთავრობის კრიტიკისა, უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული საფრთხე, რომელიც მას ემუქრებოდა და კანდიდატის სტატუსი მივცეთ. საქართველო მარტო არ უნდა მივატოვოთ ახალი საბჭოთა საფრთხის წინაშე. შეხედეთ უკრაინაში რა ხდება.

მოგიწოდებთ დაუჭიროთ მხარი საქართველოს კანდიდატობის სტატუსის მიცემას, ისევე როგორც მოლდოვას და უკრაინას", - განაცხადა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში, სადაც საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე მსჯელობენ

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →