—

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - კვლავაც შეშფოთებული ვართ ქართული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ არსებული კითხვების გამო

18
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - კვლავაც შეშფოთებული ვართ ქართული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ არსებული კითხვების გამო
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ კვლავაც შეშფოთებული ვართ ქართული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ არსებული კითხვების გამო , - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ევროპარლამენტში მიმდინარე…

ჩვენ კვლავაც შეშფოთებული ვართ ქართული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ არსებული კითხვების გამო , - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა, რომელიც „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხს ეხებოდა.

ევროკავშირის მაღალჩინოსნის თქმით, ევროგაერთიანებამ საქართველო ამ საკითხების გადასაჭრელად და მართლმსაჯულების რეფორმაში ჩართვისთვის არაერთხელ მოიწვია.

„ევროკავშირი რჩება საქართველოს ახლო მეგობრად და პარტნიორად და ის მტკიცედ არის ჩართული ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პროცესში. ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის და უფრო ფართო რეგიონისთვის იმ კონტექსტში, სადაც რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ აშკარად შექმნა ახალი რეალობა.

ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ მომენტს, რათა მიაღწიოს წინსვლას საქართველოს დემოკრატიულ გზაზე და დაიცვას უმაღლესი სტანდარტები ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის კუთხით“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →