—

გიორგი ვაშაძე - “ქართული ოცნება” ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს

15
გიორგი ვაშაძე - “ქართული ოცნება” ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს
მოსასმენად დააჭირეთ

“ქართული ოცნება” ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს. მოჭიდავე დეპუტატებს დაავალეს პროვოკაციის მოწყობა, დავალება გაცემულია პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ…

“ქართული ოცნება” ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს. მოჭიდავე დეპუტატებს დაავალეს პროვოკაციის მოწყობა, დავალება გაცემულია პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის ნიშნები იყო გუშინაც, როცა მიმდინარეობდა მძიმე საუბრები მისი ფრაქციის წევრებთან. როგორც ვაშაძე აცხადებს, თავად სხდომათა დარბაზში იმ დროს არ იყო.

„წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს. არ ვიცი, სხდომათა დარბაზში იგეგმება თუ გარეთ, ამის ნიშნები იყო გუშინ, განცხადებების შემდეგ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ისინი აპირებენ ჩემს მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და დაავალეს საკუთარ ფრაქციაში მოჭიდავე და გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ იცის, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყონ. “ქართულ ოცნებას” პასუხი არ აქვს საკითხებზე, რასაც ვსვამთ და გინდათ გადახვიდეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. უკან არ დავიხევთ და საზოგადოებას თქვენ რეალურ სახეს ვაჩვენებთ. დავალება არის გაცემული პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან კონკრეტულ პირებზე,” - განაცხადა ვაშაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →