—

მამუკა მდინარაძე: საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოში გატარებული რეფორმები ნამდვილად იმსახურებენ პოზიტიურ შეფასებასა და დაფასებას

13
მამუკა მდინარაძე: საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოში გატარებული რეფორმები ნამდვილად იმსახურებენ პოზიტიურ შეფასებასა და დაფასებას
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოში გატარებული რეფორმები ნამდვილად იმსახურებენ შეფასებასა და დაფასებას იმგვარს, რომ საქართველოში უნდა იყოს რეალური მოლოდინი ევროპის მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილების და ეს მოლოდინი…

საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოში გატარებული რეფორმები ნამდვილად იმსახურებენ შეფასებასა და დაფასებას იმგვარს, რომ საქართველოში უნდა იყოს რეალური მოლოდინი ევროპის მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილების და ეს მოლოდინი სტატუსის მიღებაში უნდა აისახოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება. ყველა პარამეტრით ჩვენ წინ ვუსწრებთ კანდიდატ ქვეყნებს, წინ ვუსწრებთ ასოცირებული ტრიოს ჩვენ მეგობარ ქვეყნებს, ყველა კრიტერიუმითა და პარამეტრით. თუ სხვის მიმართ იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება, ჩვენ ამას ვისურვებთ და ვუსურვებდით, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართაც ასეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. რაც შეეხება ცალკეული კონკრეტული ლობისტების განცხადებებს, ეს არა რის კრიტიკული განცხადებები. თავისი სახლეი დავრქვათ, ეს არის ვიწრო ლობისტური ინტერესებიდან გამომდინარე თავდასხმა და შეტევა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე, არამედ ქართულ სახელმწიფოზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →