—

ირაკლი კობახიძე: საქართველოს უალტერნატივოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, რადგან გვაქვს ორი მთავარი საყრდენი

12
ირაკლი კობახიძე: საქართველოს უალტერნატივოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, რადგან გვაქვს ორი მთავარი საყრდენი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ უკრაინასა და მოლდოვას, ყველა პარამეტრით ვუსწრებთ ამ ორ ქვეყანას - „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არ მოსწონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ…

საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ უკრაინასა და მოლდოვას, ყველა პარამეტრით ვუსწრებთ ამ ორ ქვეყანას - „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არ მოსწონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უალტერნატივოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი

„ეს რეალობა და ფაქტია. შეგვიძლია ყველა პარამეტრი სათითაოდ გავიაროთ და ვნახოთ, რომ ორივე ქვეყანას ვუსწრებთ. მეორე არის პროგრესი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ 2012 წლიდან მოყოლებული. შეგვიძლია გავყვეთ და ვნახოთ სად ვიყავით 2012 წელს და სად ვართ დღეს - პროგრესი არის ფუნდამენტური. გვაქვს ორი მთავარი საყრდენი: ქვეყანაში არსებული პროგრესი და შედარება უკრაინასა და მოლდოვასთან - საქართველოს უალტერნატივოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი 10 მაისს გადასცა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →