—

ირაკლი კობახიძის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოჰყვა

23
ირაკლი კობახიძის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოჰყვა
მოსასმენად დააჭირეთ

ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოჰყვა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კობახიძის განცხადება ძალადობის წახალისებად შეაფასეს.

სესიაზე ხათუნა სამნიძემ და გიორგი ვაშაძემ კობახიძეს მიმართეს, თუ რატომ არ რცხვენია, რომ საზოგადოებას ძალადობისკენ უბიძგებს. ოპოზიციონერ კოლეგებს ფრაქცია “ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ ის, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, არის სიმართლე და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა საჭიროა.

პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ამ წუთებში პარლამენტში პოლიტიკური განცხადებები კეთდება.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, „ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები ახალი დროის ბოლშევიკები არიან, რომლებიც ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები 100 წლის წინ ანგრევდნენ“.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →