—

საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლები ნიზამის მედლით დააჯილდოვეს

16
საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლები ნიზამის მედლით დააჯილდოვეს
მოსასმენად დააჭირეთ

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, სამხატვრო აკადემიაში უდიდესი აზერბაიჯანელი პოეტისა და ფილოსოფოსის…

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, სამხატვრო აკადემიაში უდიდესი აზერბაიჯანელი პოეტისა და ფილოსოფოსის ნიზამი განჯელის დაბადებიდან 880 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, სადაც პოეტის ცნობილი პოემების კრებულის „ხამსას“ (საიდუმლოებათა საუნჯე, ხოსრო და შირინი, ლეილი და მეჯნუნი) მინიატურების ფოტო-მასალა იყო წარმოდგენილი.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ასევე, გაიმართა საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლების ნიზამის მედლით დაჯილდოება.

„აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე სევდა მამადალიევამ და აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის ნიზამი განჯელის სახელობის მედლით დააჯილდოვეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი მხატვარი გიორგი გუგუშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ კიკაბიძე, ყოფილი კულტურის მინისტრი აკადემიკოსი ვალერი ასათიანი, მოქანდაკე, მხატვარი გია ჯაფარიძე, საქართველოს სახალხო არტისტი მოცეკვავე ჯუმბერ ბერაძე.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველო-აზერბაიჯანის წარმომადგენლობითი დელეგაცია, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე სევდა მამადალიევა, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, SOCAR Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის კულტურისა და ხელოვნების საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →