—

სანქცირებული „როსნეფტი“ „გალფის“ აქციონერი აღარ არის

28
სანქცირებული „როსნეფტი“ „გალფის“ აქციონერი აღარ არის
მოსასმენად დააჭირეთ

„გალფის” ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მფლობელმა კომპანია Petrocas Energy Group-მა ჯგუფში „როსნეფტის“ 49%-იანი მინოტარული წილი გამოისყიდა, რის შედეგადაც რუსული კომპანია „გალფის” აქციონერი აღარ არის. ამის შესახებ…

„გალფის” ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მფლობელმა კომპანია Petrocas Energy Group-მა ჯგუფში „როსნეფტის“ 49%-იანი მინოტარული წილი გამოისყიდა, რის შედეგადაც რუსული კომპანია „გალფის” აქციონერი აღარ არის. ამის შესახებ განცხადება Petrocas-ის ვებგვერდზე ვრცელდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ Petrocas Energy Group-ის დამფუძნებელმა მმართველმა პარტნიორმა, ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო ნაკაიძემ მიმდინარე წლის 11 მაისს ნავთობკომპანია „როსნეფტის“ 49%-იანი მინოტარული წილის შეძენაზე ხელშეკრულება დახურა.

აღნიშნული ტრანზაქციის შედეგად, „როსნეფტმა“ Petrocas Energy Group-ში თავისი წილობრივი პოზიცია მთლიანად დათმო, ხოლო კომპანიის მხრიდან წარმოდგენილმა ორმა წევრმა დირექტორთა საბჭო დატოვა.

Petrocas Energy Group-მა და Rosneft Oil Company-მ ერთობლივი საწარმო 2014 წლის დეკემბერში შექმნეს, რომელშიც „როსნეფტმა“ 49%-იანი მინორიტარული წილი შეიძინა.

Petrocas Energy Group 2010 წელს დაარსდა. ჯგუფი შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიის, კასპიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ნავთობპროდუქტების ვაჭრობაში, ასევე, საცალო და საავიაციო საწვავის დისტრიბუციასა და ნავთობპროდუქტების ლოგისტიკურ ბიზნესში მონაწილეობს.

Petrocas საქართველოში „გალფის” ბრენდის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, ფოთის ნავთობტერმინალსა და კომპანია „პეტროკას ფიუელ სერვის ჯორჯიას” ფლობს, რომელიც საავიაციო საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →