—

პრემიერი - გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, ბრატისლავაში ვიზიტისას ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოცებული ისმენდნენ ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს

18
პრემიერი - გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, ბრატისლავაში ვიზიტისას ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოცებული ისმენდნენ ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს
მოსასმენად დააჭირეთ

გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ახლახან ვიყავით ბრატისლავაში და ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოცებული ისმენდნენ ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა…

გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ახლახან ვიყავით ბრატისლავაში და ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოცებული ისმენდნენ ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს“.

„პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით და 4 თვეში გამოგვივიდა 10,8% ეკონომიკური ზრდა, რაც არის ძალიან სასიხარულო. ქვეყანაში არის პოზიტიური დინამიკა. შარშან აპრილში ჩვენ გვქონდა თითქმის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა. აპრილში არ ველოდით ზრდას, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გვაქვს დადებითი დინამიკა და ჯამში 4 თვეში გამოგვივიდა 10,8% ეკონომიკური ზრდა. სრულად აღდგენილია ფრენები, ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფად. ჩვენი ქალაქები სავსეა ტურისტებით და ეს გვახარებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ასევე იზრდება ექსპერტი.

„ბიზნესის ბრუნვა არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით ისევე, როგორც მთლიანი ბიზნეს სექტორი და შეადგინა 38,6 მილიარდი ლარი. სამუშაო ადგილების რაოდენობაც 8,2%-ით გაზრდილია ბიზნეს სექტორში და ეს არის დაახლოებით 50 000. საშუალო ხელფასის მოცულობა 15%-ით არის გაზრდილი.

ასევე გეტყვით, რომ სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე არის ჩამოსული - 17,5% შეადგინა და ასეთი შემცირება არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში. შედარებისთვის, გეტყვით, რომ 2010 წელს სიღარიბის დონე იყო 38%, ხოლო 2012-ში, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, იყო 34%. ეს არ გვაკმაყოფილებს, მეტი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ.

მაგალითად, თურქეთში ინფლაცია იყო 73%. ევროპაში ის არის პიკზე - თითქმის ყველგან ის ისტორიულ მაქსიმუმზეა, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში. მოლდოვაში, ჩვენს კოლეგა ქვეყანაში არის 27%. ესტონეთში 18%, რუსეთში 17%, ბელარუსში 16%, მეზობელ ქვეყნებშიც ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნაა - აზერბაიჯანში 12,8%, ხოლო სომხეთში 9%-მდე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →