—

თსუ-ში სტუდენტების საპროტესტო აქცია იმართება

13
თსუ-ში სტუდენტების საპროტესტო აქცია იმართება
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისა და მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისა და მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება.

აქციის ორგანიზატორებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში ბანერები წარწერით: „ბრძოლა განათლებისთვის“ და „ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს“ გამოფინეს და ოთხი მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს.

სტუდენტების მოთხოვნებია: 1. უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძის გადადგომა და რექტორის არჩევნების წესის ცვლილება. 2. ფინალური გამოცდების ფორმატის ცვლილება და გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩაბარება. 3. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რომელიც სახელმწიფო ხარჯებით უნდა აშენდეს. 4. ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ეკატერინე მაისურაძის განცხადებით, სტუდენტების არცერთი მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა და უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტების ინტერესები არ აინტერესებს, შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ მისი გადადგომაა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →