—

ჯოზეფ ბორელი - მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთი უშუალოდ არის პასუხისმგებელი

18
ჯოზეფ ბორელი - მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთი უშუალოდ არის პასუხისმგებელი
მოსასმენად დააჭირეთ

პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დაასრულოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელმა…

პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დაასრულოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელმა "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

ბორელის თქმით, მსოფლიოში შექმნილ მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთია პასუხისმგებელი

"აგრესიის ომები დაუშვებელია. ევროკავშირის სანქციების მიზანშია რუსეთის უნარი, რომ ომი გააგრძელოს. რუსეთის მიერ, უკრაინის პორტების მუდმივი ბლოკადა, ტონობით მარცვლეულის ექსპორტს ხელს უშლის, როგორიც არის: სიმინდი და ხორბალი, რომლებიც ახლა უკრაინაში, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელშია ჩარჩენილი. საერთაშორისო ვაჭრობაში მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთი უშუალოდ არის პასუხისმგებელი და ამ აგრესიის შეწყვეტის ნაცვლად, საერთაშორისო სანქციებზე პასუხისმგებლობის გადატანას აქტიურად ცდილობს. ეს არის დეზინფორმაცია. ევროკავშირი, ომის შედეგების გადაწყვეტის საქმეში მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად სრულ სოლიდარობას გააგრძელებს. პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დაასრულოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ", - წერს ბორელი

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →