—

რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები აქციას "ერთად ევროპისკენ" მართავენ

16
რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები აქციას "ერთად ევროპისკენ" მართავენ
მოსასმენად დააჭირეთ

რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები აქციას "ერთად ევროპისკენ" მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი შეკრების მიზანია მთელ მსოფლიოს აჩვენონ, რომ საქართველოს სურს ევროპა და ევროკავშირში გაწევრიანება.

რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები აქციას "ერთად ევროპისკენ" მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი შეკრების მიზანია მთელ მსოფლიოს აჩვენონ, რომ საქართველოს სურს ევროპა და ევროკავშირში გაწევრიანება.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორები რიგითი მოქალაქეები არიან, თუმცა პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, სხვადასხვა სფეროდან საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები შეუერთდნენ.

აქციაზე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნი გაჟღერდა.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერით დაფიქსირონ ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანი, რომ მათ ევროპული ოჯახის წევრობა სურთ. აღნიშნული დროშა შემდგომში ბრიუსელში გაიგზავნება.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, ასევე ბანერები.

"ჩვენ სიამოვნებით ვუერთდებით ამ აქციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის ჩვენი მოქალაქეების წამოწყებული. ვხედავთ არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპული პარტიები, მოქალაქეები ვიკრიბებით. ყველა ერთადერთი რამის თქმას ვცდილობთ, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმსახურებს ევროპას და ამ პროცესში ერთადერთი წინაღობა არის "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირის პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედება. ამიტომ, ჩვენ ინიციატივა ჩვენს ხელში უნდა ავიღოთ და მთელ მსოფლიოს გავაგონოთ, რომ გვინდა თავისუფალი სასამართლო, გვინდა ისეთი ქვეყანა, რაზეც დღეს ევროკავშირი დგას. დღევანდელი ინიციატივაა, რომ ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერა ბრიუსელში გაიგზავნება",-განაცხადა პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →