—

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე დაიწყო მუშაობა

23
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე დაიწყო მუშაობა
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ PAP-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განცხადებით, სანქციები კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს.

„სანქციები კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს გაზის კონტექსტში, რომელიც რუსეთმა შეიძლება გაყიდოს, ასევე SWIFT-ის პროგრამიდან რუსეთის ყველა ბანკის გათიშვის კონტექსტში. მე ვსაუბრობ ძირითადად „გაზპრომბანკზე“,- განაცხადა იაბლონსკიმ.

მისივე განმარტებით, ასევე აუცილებელია ემბარგოს შემოღება ტექნოლოგიებზე, რომლის მიწოდებაც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს თავის ინდუსტრიაში. პოლონეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, აუცილებელია რუსული აქტივების კონფისკაცია ევროპაში და არა მხოლოდ მათი გაყინვა.

მისივე ცნობით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

IPN ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →