—

მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია, აქედან 4 სატვირთოს მძღოლია

270
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია, აქედან 4 სატვირთოს მძღოლია
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 5 ახალი…

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 5 ახალი ინფიცირებულიდან 4 სატვირთოს მძღოლია.

„დაგვემატა 5 ახალი ინფიცირების შემთხვევა და გვყავს 893. გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი და გვყავს 739 გამოჯანმრთელებული. კოვიდ ცენტრებში ამჟამად 140 პაციენტი მკურნალობს. 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა იმპორტირებული, ანუ შემოტანილია და აქედან 4 სატვირთოს მძღოლია,“-აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს 28 პაციენტი ჰყავდა და 8 გამოჯანმრთელებულიდან 7 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია.

„7-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. გუშინ 1 ახალი ინფიცირებული შემოგვემატა მხოლოდ, რომელიც გახლავთ სატვირთო მანქანის მძღოლი. ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 20 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საშუალოზე მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია,“-განაცხადა ეზუგბაიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →