—

გია ვოლსკი- რასაკვირველია, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის საკითხი პოზიტიურად არ განვიხილეთ

16
გია ვოლსკი- რასაკვირველია, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის საკითხი პოზიტიურად არ განვიხილეთ
მოსასმენად დააჭირეთ

რასაკვირველია, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის საკითხი პოზიტიურად არ განვიხილეთ - ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ხალხმა ხელისუფლებაზე უნდა გაიმარჯვოს და მხედველობაში არ იღებს, რა…

რასაკვირველია, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის საკითხი პოზიტიურად არ განვიხილეთ - ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ხალხმა ხელისუფლებაზე უნდა გაიმარჯვოს და მხედველობაში არ იღებს, რა გააკეთა ხელისუფლებამ ამ პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იქნებოდა, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ზელენსკი უნდა მოეწვია.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ ზურაბიშვილის განცხადების არსი, რომ ხელისუფლებამ უკრაინის მიმართ რაიმე შეცდომა დაუშვა, მისსავე განცხადებას ეწინააღმდეგება, როცა სულ ახლახან აღნიშნა, რომ საქართველოს უკრაინის დასახმარებლად ყველა რესურსი გამოყენებული აქვს.

„თუკი ამბობ, რომ საქართველოს პარლამენტში ზელენსკის გამოსვლა უნდა დაგვეშვა, მან და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჯერ ერთი, ზელენსკის ასეთი თხოვნით არ მოუმართავს და მეორეც, მან საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა. იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში მდგომარეობა რთულია, ჩვენ მათთვის არც პოლიტიკური, არც ჰუმანიტარული და არც ადამიანური მხარდაჭერა არ დაგვიკლია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს უკრაინისადმი ისეთ სოლიდარობას, რომელიც მის ძალებს აღემატება, არავინ სთხოვს.

“ჩვენ ვართ ალბათ, ერთ-ერთი ქვეყანა, ევროპაში დარჩენილი იმ ცოტა ქვეყნიდან, სადაც ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას, გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობისა?! - ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში! - განაცხადა ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →