—

მიხეილ სააკაშვილის პასუხი ცნობილია - პრეზიდენტი სახელმწიფო ექსპერტიზის გავლაზე თანხმაა, მხოლოდ ერთი პირობით

15
მიხეილ სააკაშვილის პასუხი ცნობილია - პრეზიდენტი სახელმწიფო ექსპერტიზის გავლაზე თანხმაა, მხოლოდ ერთი პირობით
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილის პასუხი ცნობილია - პრეზიდენტი სახელმწიფო ექსპერტიზის გავლაზე თანხმაა, მხოლოდ ერთი პირობით. მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ პროცესში დაცვის მხარის ნდობით აღჭურვილი ექსპერტები უნდა ჩაერთონ.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, თუ ექსპერტიზის ჩამტარებელი პირების მიმართ სანდოობასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი იარსებებს, ბუნებრივია, ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას აზრი არ ექნება.

თავის დროზე მივმართეთ სახელმწიფო ექსპერტიზის სამსახურს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ასეთი სახელწოდებით არსებობდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მოვითხოვეთ სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩატარება. მთელი ინსტიტუტი გააუქმეს სწორედ იმიტომ, რომ ის მიხეილ სააკაშვილზე აწარმოებდა გამოძიებას. 
თუ ექსპერტიზა ჩატარებული იქნება სამართლიანობის პრნციპების დაცვით, ბუნებრივია, ჩვენ ამ ექსპერტიზაში მონაწილეობას არ მივიღებთ.  თუ ექსპერტიზის ჩამტარებელი პირების მიმართ რაიმე კითხვის ნიშანი იარსებებს სანდოობასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას აზრი არ ექნება. შესაბამისად, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები,  - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

სააკაშვილს მოთხოვნას უარით პასუხობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პრეზიდენტს მხოლოდ იმას სთავაზობენ, რომ ინფორმაციას ექსპერტიზის შესახებ მიაწვდიან. კოკა კაციტაძის თქმით ,ეს რაიმე ალტერნატიულ ექსპერტიზასთან არ არის დაკავშირებული.
ექსპერტიზები არის დანიშნული არა გამოძიების ინიცატივით, არამედ ადვოკატის მოთხოვით, მათ მიერ წარმოდგენილი შეკითხვების საფუძველზე, რომელიც სხვა რაიმე ალტერნატიულ ექსპერტიზასთან არ არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ეს ექსპეტრტიზები სწავლობს, თუ რა მოვლენები ვითარდებოდა მე-12, მე-18 დაწესებულებებში და გორის სამხედრო ჰოსპიტალში და რამდენად ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწია მიხეილ სააკაშვილს, - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →