—

დიმიტრი პესკოვი - რუსეთი უკრაინაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს, ვიდრე ყველა მისი მიზანი მიღწეული არ იქნება

13
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი უკრაინაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს, ვიდრე ყველა მისი მიზანი მიღწეული არ იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთი უკრაინაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს, ვიდრე ყველა მისი მიზანი მიღწეული არ იქნება,- ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ხალხის დაცვაა. მიღებულია ზომები მათი დაცვის უზრუნველსაყოფად და მიღწეულია გარკვეული შედეგები“,- აღნიშნა პესკოვმა.

გარდა ამისა, კრემლის პრესსპიკერმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აფრიკის კავშირის თავმჯდომარის, სენეგალის პრეზიდენტის მაკი სალის შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი.

პესკოვის თქმით, ლიდერები შეხვედრისას აფრიკის კონტინენტის შეშფოთებას განიხილავენ, რაც მზარდ სასურსათო კრიზისსა და სასუქების ნაკლებობას უკავშირდება.

როგორც პესკოვმა დასძინა, პუტინი სენგალის პრეზიდენტს სრულყოფილად აუხსნის თუ რა ხდება სინამდვილეში უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით.

კრემლის ცნობით, უკრაინული მარცვლეულის თემა ასევე დღის წესრიგში იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის დროსაც, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →