—

პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსზე: ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ აქამდე

11
პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსზე: ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ აქამდე
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ აქამდე. არ შეიძლება მხოლოდ ბოლო ერთი წლის ნათქვამი და შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე, არ შეიძლება ჩვენ ამ გზიდან გვერდზე დავრჩეთ. არ მგონია, რომ გაგვრიყონ დღეს, - ამის შესახებ…

ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ აქამდე. არ შეიძლება მხოლოდ ბოლო ერთი წლის ნათქვამი და შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე, არ შეიძლება ჩვენ ამ გზიდან გვერდზე დავრჩეთ. არ მგონია, რომ გაგვრიყონ დღეს, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლო მინიჭების საკითხზე საუბრისას, „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტი იმედს იტოვებს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული იქნება გეოპოლიტიკური მდგომარეობა და არა ქვეყნის შიგნით დაშვებული შეცდომები. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რაც უფრო იზოლირებული და სანქცირებულია რუსეთი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რეგიონის მნიშვნელობა უფრო მეტად იზრდება.

„კომისიის პირველი შეფასება, ალბათ იქნება კრიტიკული ზოგ ასპექტებზე, მაგალითად, სასამართლო რეფორმაზე, იმ ყველაფერზე, რაც ჩაწერილი იყო შარლ მიშელის დოკუმენტში - ამაზე შეიძლება იყოს კრიტიკული. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ევროპული საბჭო მიიღებს, უფრო გათვალისწინებული იქნება გეოპოლიტიკური სიტუაცია და არა მხოლოდ შეცდომები, ზოგადად, იქნება საქართველოს მდგომარეობა დღევანდელ დღეს. მოსახლეობა მთლიანად არის მიმართული ევროპისკენ, ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ აქამდე. არ შეიძლება მხოლოდ ბოლო ერთი წლის ნათქვამი და შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე, არ შეიძლება ჩვენ ამ გზიდან გვერდზე დავრჩეთ. არ მგონია, რომ გაგვრიყონ დღეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ბევრი სიტყვიერი თუ საქმით შეცდომების მიუხედავად, გადაწყვეტილება მიღებული იქნება უფრო მაღალ დონეზე და უფრო შორსმჭვრეტელი. დიდი ინტერესი არის ამ რეგიონის მიმართ, ამის მიზიზი იყო შარლ მიშელის ორჯერ ჩამოსვლა ამ ქვეყანაში, ერთ წელიწადში. რაც უფრო იზოლირებული და სანქცირებული არის რუსეთი, ამ რეგიონის მნიშვნელობა იზრდება და მგონია, რომ ეს შეფასდება სათანადოდ, ამასაც ექნება თავისი გავლენა ბოლო გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →