—

სააკაშვილის ადვოკატი - არანაირი აზრი არ აქვს გასვლითი სასამართლო სხდომის ჩატარებას კლინიკაში, ეს შემოთავაზება ყველა შემთხვევაში, უბრალოდ უშედეგო იქნება

32
სააკაშვილის ადვოკატი - არანაირი აზრი არ აქვს გასვლითი სასამართლო სხდომის ჩატარებას კლინიკაში, ეს შემოთავაზება ყველა შემთხვევაში, უბრალოდ უშედეგო იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება, - ამის შესახებ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, დიტო საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა…

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება, - ამის შესახებ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, დიტო საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მისივე თქმით, სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებზე სასამართლო სხდომებს დაესწროს, თუმცა მას ამის შესაძლებლობას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს.

"მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას მის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურ საქმეებზე, სასამართლოში გამოდიოდა სიტყვით, შესაბამისად, მას სურვილი აქვს, რომ პროცესებში მონაწილეობის მიღება მომავალშიც გააგრძელოს, როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს.

უბრალოდ არანაირი აზრი არ აქვს გასვლითი სხდომის ჩატარებას, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა არ მოიცავს მხოლოდ სასამართლოში მისვლის საკითხს და ამიტომ ეს შემოთავაზება, ყველა შემთხვევაში, უბრალოდ უშედეგო იქნება. შესაბამისად, იქამდე მოცდა მოგვიწევს, ვიდრე ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო სხდომებზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას არ მისცემს", - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →