—

წალენჯიხაში, "ოცნების" ორ ჯგუფს შორის მომხდარი დაპირისპირებისას კიდევ ერთი პირია დაჭრილი

17
წალენჯიხაში, "ოცნების" ორ ჯგუფს შორის მომხდარი დაპირისპირებისას კიდევ ერთი პირია დაჭრილი
მოსასმენად დააჭირეთ

წალენჯიხაში, "ქართული ოცნების" ორ ჯგუფს შორის მომხარ დაპირისპირებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - დაჭრილია კიდევ ერთი პირი, ირაკლი მაჭავარიანი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

წალენჯიხაში, "ქართული ოცნების" ორ ჯგუფს შორის მომხარ დაპირისპირებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - დაჭრილია კიდევ ერთი პირი, ირაკლი მაჭავარიანი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. 

კლინიკის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მეორე დღეა პაციენტი მათთან მკურნალობს, თუმცა მისი კატეგორიული მოთხოვნის გამო, დეტალებთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ.

მაჭავარიანს ჭრილობა დანით ბარძაყის ზედა ნაწილში აქვს მიყენებული, ასევე აქვს სისხლნაჟღენთი დაზიანებები.

შემთხვევა წალენჯიხის ცენტრში გუშინ, 1-ელ ივნისს მოხდა. დავა ორ ჯგუფს შორის მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო, რომელიც ცენტრში მდებარეობს და ნახევარ მილიონზე მეტ ლარად გაიყიდა. მხარეებმა ერთმანეთი სწორედ ამ მიწის ნაკვეთზე, მდინარე ჭანის პირას დაიბარეს, სადაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. 

"ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ბელქანია და წალენჯიხაში პარტიის ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე, გოგა გულორდავა ერთ მხარეს წარმოადგენდნენ, მეორე მხარეს კი მერაბ კვარაცხელია, მისი ოჯახი და მეგობრები. კვარაცხელია "ოცნების" აქტიური მხარდამჭერია. დაპირისპირების შემდეგ ისიც დაიჭრა.

მიწის დივა კვარაცხელიებს სურდათ, თუმცა ის გოგა გულორდავამ იყიდა და ადგილზე ბეტონის ქარხნის მშენებლობას გეგმავს.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო. "მთავარი არხისთვის" ცნობილია, რომ ორივე მხარე ფაქტს მალავს და გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაზიანებების მიზეზად საყოფაცხოვრებო ფაქტებს ასახელებს.

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →